logo

კორპორატიული ტრენინგი - რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე

27-28 იანვარს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა კორპორატიული ტრენინგი ჰაიდელბერგცემენტის თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებში. კერძოდ, ტრენინგის თემას წარმოადგენდა „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“.

აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საწარმოში, სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების, ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა. პრგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და დაფუძნებულია შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობების თანამედროვე სტანდარტებსა და მიდგომებზე. ამგვარ სწავლებაზე დამყარებული პრაქტიკა საშუალებას იძლევა არა მხოლოდ პერსონალის უსაფრთხოების გარანტიების, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლების ზრდას.

ტრენინგს უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციია (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი დავით ჩიჯავაძე.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკაცები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია კომპანიებს სისტემატურად სთავაზობს როგორც ჯგუფურ, ისე კორპორატიულ ტრენინგებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში, რომლების დაფუძნებულია საქართველოს მთავრობის დადენილებებზე, რეგულაციებსა და ევროდირექტივებზე. ამდენად, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება კომპანიებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდენენ შრომის ინსპექციის მონიტორინგს.

 

ფოტო გალერია