logo

მიშა კორძახია შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის შესახებ

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიშა კორძახიამ რადიო პალიტრის ეთერში 1 აგვისტოს ამოქმედებული შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მთავარი რისკების შესახებ ისაუბრა.

ამჟამად მოცემული სახით კანონის ამოქმედების მთავარ გამოწვევად დაასახელა თავად სახელმწიფოს მზაობა, მათ შორის ადამიანური რესურების თვალსაზრისით, მისი აღსრულებისთვის.

მიშა კორძახია კანონის მთავარ ხარვეზებად ასახელებს სასამართლოს ნებართვის გარეშე ყველა ბიზნეს სექტორში კომპანიების ინსტპექტირების უფლების მინიჭება შრომის ინსპექციის წარმომადგენლებისთვის და ასევე, არაადეკვატურად მაღალი სანქციები. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე ბიზნეს სექტორის მხრიდან დაყენებული აღნიშნული შენიშვნები მთავრობამ არ გაითვალისწინა.