logo

მისია და მიზანი

მისია


სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საბაზრო პრინციპებს და თავისუფალია მთავრობის მხრიდან ჩარევისაგან;

მიზანი


თავის წევრებად წარმოადგინოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მომუშავე მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიები, გამოვიდეს მათი სახელით და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებას, რათა მიღწეული იქნას მეტი სტაბილურობა, სოციალურ- ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ღირსეული პირობები.

 

GEA-ს შესახებ

 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEORGIAN EMPLOYERS ASSOCIATION) დაარსდა 2000 წელს. ასოციაცია არის დამოუკიდებელი, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცი, რომელიც მუშაობს დამსაქმებელთა (მრეწველთა და მეწარმეთა) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად.


GEA არის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელებს (მეწარმეებს) საქართველოში. 2000-ზე მეტი წევრით GEA აერთიანებს ეკონომიკის ყველა სფეროს. ასევე, ასოციაცია ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პოლიტიკასა და პრინციპებს ბიზნესის განვითარების პარალელურად და მისი მთავარი ვექტორია ბიზნეს წრეების ბიზნეს წრეების პრობლემების გადაჭრა ბიზნესის სწორი და ეფექტური არსებობისათვის, რაც ეფუძნება საქართველოს მთავრობასთან და ასევე ყველა მესამე მხარესთან აქტიურ კოორდინაციას.