logo

მომავალ მედიატორებს ტრენინგი ჩაუტარდათ

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივით ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ მომავალ მედიატორებს, რომლებიც კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლები გახდებიან.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მომავალი მედიატორებისთვის ისეთი ფუნდამენტური საკითხების შესახებ საერთაშორისო ესპერტების ცოდნის გაზიარება, როგორებიცაა:

სემნარი დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაობებით და რეალური გამოცდილებების გაზიარებით კონკრეტული დავების განხილვის მაგალითზე.

მედიატორების ტრენინგი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბიზნეს სექტროში მიმდინარე პროცესების გასაუმჯობესებლად. ასოციაცია წარმოადგენს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრს და შესაბამისად, ასრულებს შუამავალი რგოლის ფუნქციას მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის.