logo

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება იწყება

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება იწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უნდა განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია ( http://orginspect.moh.gov.ge/#/login)


იმისთვს რომ მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ მეწარმე სუბიექტს მიენიჭოს ეკონომკური საქმიანობის განხორციელების უფლება, უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს.

მას შემდეგ რაც ორგანიზაციის მიერ მოხდება განაცხადის გაკეთება, მოხდება ობიექტის შემოწმება, შემოწმების დროს სათანადო კითხვარის შევსება და ინსპექტირების აქტის შედგენა. შემოწმების შედეგების შესახებ განმცხადებელს ეცნობება არაუმეტეს 2 დღის ვადაში. სამუშაო პროცესის აღდგენა მოხდება საქართველოს მთავრობის გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

იმისთვის, რომ კომპანიები მომზადებული შეხვდნენ ზედამხედველი ორგანოების მიერ შემოწმების პროცესს და მაქსიმალურად სწრაფად აღადგინონ საქმიანობა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია რეკომენდაციები დაცვის კუთხით მომსახურებას სთავაზობს ბიზნეს სუბიექტებს.

1. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის (COVID-19) პრევენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების კითხვარი;

2. ეკონომიკური საქმმიანობების ჩამონათვალს ეტაპების მიხედვით;

3. ინფორმაცია  კომპანიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ;

4. ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციების განაცხადის სანიმუშო ფორმა და შევსების ინსტრუქცია;