logo

ორდღიანი კომბინირებული ტრენინგი თემაზე: „სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“ , „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“

ზოგადი ინფორმაცია:

როგორც უკვე ცნობილია 2018 წლის წლის 1 აგვისტოდან ამოქმედთა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება კომპანიებში არსებული შრომის პირობების სავალდებულო ინსპექტირება, რომელიც მიზნად ისახავს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების არსებული პირობების შემოწმებასა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი რეაგირების მოხდენას.

 ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია და როგორც ერთადერთი პარტნიორი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) თავის წევრ და პარტნიორ კომპანიებს,სისტემატიურად სთავაზობს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ტრენინგებს, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა დამსაქმებელები მომზადებულნი შეხვდნენ შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებს.

 

 

ტრენინგის მიზანი:

კომპანიების წარმომადგენლებისთვის იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრას, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, საწარმოში/ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლას.

 

 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფი:

სატრენინგო პროგრამა განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვას თავიანთ საწარმოში/ორგანიზაციაში ასევე შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის საწარმოო ქვედანაყოფების მენეჯერებისთვის.

 

 

ტრენინგის თემატიკა:

  

 

 

ტრენერი:

 

დავით ჩიჯავაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აუდიტორი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტირებული ექსპერტი/ტრენერი;

 

 

ტრენინგის ღირებულება:

 

ტრენინგის ღირებულება ერთ მონაწილეზე შეადგენს: ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის - 220ლ

ასოციაციის არაწევრი კომპანიებისთვის - 300ლ

 

 

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:

ტრენინგი ჩატარდება მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს (10:00 – 17:00);

მის: ა. ბელიაშვილის ქ. N106, მიონის ბიზნეს ცენტრი, მესამე სართული (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი).

 

  

შენიშვნა: პროგრამის დასრულებისას, ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო სატრენინგო ცენტრისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 12 ნოემბრის 18:00 საათამდე და გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: office@employer.ge; ან info@employer.ge;

 

საკონტაქტო პირი: ნინი გელაშვილი

მობ: (+995 597) 18 66 44

ელ-ფოსტა: office@employer.ge; info@employer.ge;