logo

საზოგადოებასთან ურთიერთობა PR

ტრენინგი - “PR სტრატეგიისა და ტაქტიკის დაგეგმვა, რეპუტაციის მართვა

ტრენინგის მიზანი:

კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებს დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის ტაქტიკისა და მართვის ტექნიკების შესწავლაში კერძოდ:

რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობას ორგანიზაციისათვის, და რა მეთოდებს და საშუალებებს იყენბენ პიარ სპეციალისტები პიარ საქმიანობაში; რა მნიშვნელობა აქვს პიარ საქმიანობის დაგეგმვის დროს ორგანიზაციის მიზნების და ამოცანების ორგანიზაციის საიმიჯო სტრატეგიასთან თანხვედრას;

როგორ ხდება საკითხის იდენტიფიცირება და სამოქმედო საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის შედგენა; გაეცნობიან საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივ მაგალითებს.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.

ტრენინგის ფორმატი:

სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.