logo

პროფესიული განათლების ფესტივალი დამსაქმებელთა ასოციაციის მონაწილეობით გაიმართა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პარტნიორი, მონაწილეობას იღებდა პროფესიული განათლების ფესტივალში, რომელიც სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა „ექსპო ჯორჯიაში“.

ფესტივალს, რომელიც ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გახსნეს, ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სტუდენტები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, რომელმაც აღნიშნა ბიზნეს სექტორის დაინტერესება პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულების მიმართ.

შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის შემდეგ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა პროფესიული განათლების ხელშეწყობა, რადგან კომპანიებსგან/საწარმოებისგან გაიზარდა მოთხოვნა პროფესიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულების მიმართ. ამდენად, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პროფესიული განათლების პოპულარიზებაზე მიმართულ პროექტებსა, თუ ცალკეულ აქტივობებს იმდენად, რამდენადაც დაინტერესებულია ბიზნეს სექტორისთვის ხელმისაწვდომი იყოს პროფესიული განათლების მქონე კადრები წარმოების ეფექტურობისათვის.

 

ფოტო გალერია