logo

პროფესიული განათლების ჰაკათონის გამარჯვებული დამსაქმებელთა აოციაციამ დააჯილდოვა

2017 წლის  23 აპრილს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა პროფესიული განათლების ჰაკათონი, რომლის მთავარ სპონსორს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

პროფესიული განათლების ჰაკათონი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები, რომლებმაც წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური იდეების პროტოტიპები.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე წარმოდგენილი იყო ჟიურიში, რომელმაც გამოავლინა გამარჯვებული. როგორც ბატონმა ელგუჯამ აღნიშნა, მის, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის, მიერ გუნდების შეფასებების მთავარი კრიტერიუმები იყო ინოვაციურობა და პერსპექტივაში მაღალი კომერციული დაინტერესება.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პროფესიული განათლების პოპულარიზებისა და გაძლიერების მიზნით წამოწყებულ პროექტებში, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა მოთხოვნადი კადრების დეფიციტთან დაკავშირებით.

 

ფოტო გალერია