logo

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის.

დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც წარმოდგენილი იქნა ყველა დაინტერესებული მხარე და დაფიქსირდა მათი პოზიციები შრომის ბაზარზე არსებული პრობლემური საკითხების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის გერმანელი ექსპერტები, ბიზნეს სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და ა.შ.
აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ 2016 წლიდან დაიწყო გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით და მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების გაძლიერებას და საუკეთესო თანამშრომლობითი მაგალითების შექმნას ბიზნეს სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა, დასაქმებულებს/სამუშაოს მაძიებლებს შორის.
დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მხარეების მიერ ყველა იმ მიმართულებისა და აქტივობის განხილვა, რომელიც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით.

ამ მიზნით შეხვედრაზე მხაქრეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

• ქართულ-გერმანული გამოცდილება დუალური სწავლების სისტემაში; გამოცდილება ერთობლივი პროექტის ფარგლებში;
• საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები საქართველოში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში;
• პროექტის პრაქტიკული მოდულის - „პროფესიული სახლის„ პრეზენტაცია;
• პროექტის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მულტიპლიკაციის შესაძლებლობები.

სამუშაო შეხვედრა დატვირთული იყო დისკუსიებით, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს წარმოადგინა უკუკავშირი და შეფასებები.

 

ფოტო გალერია