logo

პროფესიული სწავლების ე.წ მულტიპლიკატორები პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში პროფესიულ კოლეჯ „იკარუსში“ გაიმართა სამუშაო ადგილზე/საწარმოებში დუალურ პროფესიულ სწავლებაზე პასუხიმგებელი პირების ე.წ ”მულტპლიკატორებისა“ და პროფესიული დუალური სწავლების კურსდამთავრებული სტუდენტების სერტიფიკატებით დაჯილდოვების ცერემონია.

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მულტიპლიკატორებმა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სწავლების პროცესი საწარმოებში, გაიარეს სატრენინგო კურსები, რომელიც სამუშაო ადგილზე კოლეჯის სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს შექმნის შესახებ გერმანული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ადგილობრივი საწარმოებისა და კოლეჯების წარმომადგენელი მულტიპლიკატორებისთვის ორგანიზებულ სატრენინგო კურსს გერმანელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის წარმომადგენლები, რომლებიც სქართველოში 5-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, დაინტერესებას გამოხატავენ პროფესიული განათლების მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებაზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სლოვაკეთის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში დუალური განათლების პრაქტიკის გაზიარებით არიან დაინტერესებული.

ღონისძიება გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში იმართება. პროექტს 2016 წლიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს.

ღონისძიება პროფესიულ კოლეჯ „იკაროსოს“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.