მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებების ჩატარებას ურთიერთმხარდაჭერის ფონზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და შეთანხმებული პირობების ვადებში განხორციელებას, ხელი მოაწერეს ერთი მხრივ Fight Night Georgia-მ, ხოლო მეორე მხრივ ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ”, მედიაჰოლდინგმა „კომერსანტი“, ჟურნალმა OK და Cavea-მ.
ცერემონია გახსნა კომპანია fight nights Georgia–ს პრეზიდენტმა, ბატონმა ზურაბ ბოლოქიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სპორტს არ შეუძლია დამოუკიდებელი პროდუქტის შექმნა მედიის დახმარების გარეშე და ივარაუდა, რომ სპორტი საქართველოში მალე გახდება ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების მიმართულებით. ამდენად, ასოციაცია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის აქტივობებს.
კომპანია Fight Night Georgia-ს მემორანდუმზე ხელმომწერმა მახარეებმა მადლობა გადაუხადეს მოწვევისა და ნდობისთვის და აღიარეს თანამშრომლობის საერთო ინტერესები.