ტრენინგებისა და სემინარების ჩასატარებლად მოწვეულნი იქნებიან, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლები, ასევე კვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები.
ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.
სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.