logo

საერთაშორისო მრგვალი მაგიდა - „COVID 19-ის ზეგავლენის მართვა პროფესიულ განათლებაში

პროფესიული განათლება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო დისტანციური შეხვედრა გაიმართა პროფესიულ განათლებაში COVID 19 ზეგავლენის მართვის შესახებ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობის მიზნით.

მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა პროფესიული განათლების სისტემა COVID 19-ის გამოწვევის ფონზე; რეაგირება და პასუხი სახელმწიფოსგან; ახალი რეალობა ბიზნესისთვის, პანდემიის ზეგავლენა და საგანმანათლებლო პროცესები ბიზნესში; როგორ რეაგირებს გერმანიის მთავრობა და საგანმანათლებლო ინსტიტუტები COVID 19-ის პანდემიაზე; ლობირების მნიშვნელობა განათლების სექტორში; განათლება დისტანციურ ფორმატში COVID 19-ის პანდემიის ფონზე  სასომხეთში და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სამინისტროს წარმომადგენლები, გერმანული პარტნიორი ორგანიზაცია BWMV e.V., ბიზნეს სექტორის, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრა გაიმართა „პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2016 წლიდან ახორციელებს გერმანული ორგანიზაციის BWMV e.V-სთან ერთად გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.