logo

საერთაშორისო ტრენინგი COVID-19 და შრომის უსაფრთხოება

შრომის უსაფრთხოება

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

Covid 19 -თან დაკავშირებული ღონისძიებები რომლებიც უნდა განხორციელდეს პანდემიის პრევენციისთვის, უდიდესი გამოწვევაა კერძო სექტორისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ, პროგრამა „SCORE“-ის, ფარგლებში, რომელიც მუშაობს კერძო სექტორში პროდუქტიულობისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, შემუშავდა სატრენინგო კურსი „COVID 19 და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, რომლის მიზანია დაეხმაროს საწარმოებს სანიტარული პროტოკოლისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში, ასევე იგი სთავაზობს საწარმოებს, საკონტროლო საკითხთა ნუსხას COVID 19-ის რისკების შესაფასებლად და ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნდა გატარდეს დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

 

ტრენინგზე განსახილველი საკითხები:


1. COVID - 19 საფუძვლები;
2. რატომაა COVID - 19 დროს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის?
3. საკონტროლო ღონისძიებები COVID 19-სთვის;
4. შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მართვის სისტემის გამოყენება COVID 19-ის ეფექტური მართვისთვის?
5. COVID 19 და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პასუხისმგებლობები;
6. COVID 19 და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების აქტივობები.

 

ტრენერი:

ქ-ნი პრანატი მეჰთა -შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-ს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების (OSH) საერთაშორისო კონსულტანტი.

 

ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა:

15 მონაწილე

 

ტრენინგზე დასწრების ღირებულება:

ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის ტრენინგზე დასწრება უფასოა


ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:

ტრენინგი არის ორდღიანი და გაიმართება მიმდინარე წლის 1-2 აპრილს, 13:00 – 16:30 სთ-ზე,
დისტაცნიურად Zoom-ის აპლიკაციაში.

 

რეგისტრაცია:

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
რეგისტრაციის ფორმა.

რეგისტრაციის გავლის შემდგომ გამოგეგზავნებათ ტრენინგზე დასწრების შესაბამისი ბმული.

 

შენიშვნა: ტრენინგზე უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.

დღის წესრიგი