logo

საქსტატსა და დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი უწყების ხელმძღვანელებმა მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საქსატატთან მემორანდუმის საშუალებით წევრ კომპანიებს ახალ სერვისს შესთავაზებს. ბიზნესის დაგეგმვისთვის აუცილებელია სხვადასხვა სახის ეკონომიკური მონაცემები, რომელიც მნიშვნელოვანია მომავლის პროგრნოზირებისთვის. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი კვლევითი ორგანიზაციების დასაქირავებლად. ამრიგად, საქატატსა და დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ინფორმაციის გაცვლის უწყვეტი პროცესი ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება მხარეებისთვის,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოცაიციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის თანამშრომლობა, რადგან ის ხელს შეუწყობს ასოციაციაში გაერთიანებული ბიზნეს წრეების უზრუნველყოფას  ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით. მისი თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყობა თემატური ხასიათის შეხვედრები.