logo

საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო კავშრების დამყარებას.

თურქეთის მხრიდან ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილი იყო 20 კომპანია რძის პროდუქტებისა და სამშენებლო მასალების წარმოების სფეროებიდან.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი გახსნა თურქეთის რესპუბლიკის ახალმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგან, რომელმაც პირველად დაამყარა კომუნიკაცია ქართულ ბიზნეს სექტორთან ელჩის სტატუსით. ფორუმს აგრეთვე ესწრებოდა არდაჰანის რეგიონის მერი მეჰეთ ემილ ბილმესი და საქართველოს მხრიდან 60-ზე მეტი კომპანია შესაბამისი ბიზნეს სექტორებიდან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება B2B შეხვედრები კომპანიებს შორის ინფორმაციის სიღრმისეულად გაცვლის მიზნით.

ბიზნეს ფორუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბზში გაიმართა.

ფოტო გალერია