logo

საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმს თურქეთის ელჩი გახსნის

8 თებერვალს, 10:30 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის დამყარებას.

ფორუმს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიტენტი ელგუჯა მელაძე გახსნიან.
თურქეთის მხრიდან ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 10 კომპანია ავეჯის წარმოების სფეროდან და შესაბამისი ბიზნეს სექტორით დაინტერესებული კომპანიების საქართველოდან. ფორუმის ფარგლებში გაიმარტება პრეზენტაცები და ორმხრივი (B2B) შეხვედრები.


ბიზნეს ფორუმი საქართველოს დამსაქმებლთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

მისამართი: ა. ბელიაშვილის ქ. #106, ტელეკომპანია „მაესტროს გვერდით“. მე-3 სართული.