logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ინგლიშ ბუქ ედუქეიშენი ერთობლივ პროეტქებს განახორციელებენ

         

           ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ და კომპანია „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორისთვის აქტუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებულ ერთობლივი პროექტების გახორციელებას.

             „თანამშრომლობის ფარგლებში ვგეგმავთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ერთობლივი ტრენინგების, სემინარების და მოკლე და გრძელვადიან კურსებს. ჩვენი მიზანია, მაღალი დონის საგანმანათლებლო პროდუქტი შევთავაზოთ ბიზნეს სექტორს, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ადამიანური რესურსების გაძლიერებისთვის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოწვევების გათვალისწინებით. უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ კონკრეტულ ერთობლივ აქტივობებს, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, ბიზნეს სექტორისგან ძალიან მაღალი გამოხმაურება ექნება,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

             ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ და პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივ პროდუქტებს ქმნის, რომელიც კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ორმხრივი სარგებლის მოტანაზეა ორიენტირებული.