logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომითი ურთიერთობების ტრენინგების ციკლი დაიწყო

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (DANIDA) ფინანსური მხარდაჭერით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით წევრი კომპანიებისთვის კრიზისულ და პოსტრკიზისულ პერიოდში შრომითი ურთიერთობების თემაზე დისტანციური ტრენინგების სერიები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლს, რომელსაც ჯამში 200-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომითი ურთიერთობების ექსპერტები უძღვებიან.

ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბანასმა მიმართეს.

ტრენინგების ფარგლებში კომპანიების იურისტები და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას კრიზისების დროს შრომითი ურთიერთობების მოგვარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. ასევე იმსჯელებენ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის, შრომითი ურთიერთობების შეჩერების, შრომითი დავების გადაწყვეტის, მედიაციისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დისტანციური ფორმატის ტრენინგებს შრომის უსაფრთხოების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებაც უახლოეს მომავალში დააანონსებს.