logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადება

 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) ეგიდითა და ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მონაწილეობით, მომზადდა რეკომენდაციების დოკუმენტი სახელწოდებით - „COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს.”

დოკუმენტი დაფუძნებულია დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) 150 ქვეყნის ბიზნეს გაერთიანებების ხედვებზე, ექსპერტულ მოსაზრებებსა და კონკრეტული სახელმწიფოების გამოცდილებაზე.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გამოხატავს მზადყოფნას ბიზნეს სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიაროს აღნიშნულ დოკუმენტში შემოთავაზებული რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რათა მოხდეს COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისთან გამკლავება.

დოკუმენტი მოიცავს ჯანდაცვის სისტემის, დასაქმებულთა, მეწარმეების,  დაზარალებული სექტორების,  მცირე და საშუალო ბიზნესის, პროდუქციის წარმოების მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობის,  ეკონომიკის მდგრადობის, კრიზიულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი ზომების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

ამასთან აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული რეკომენდაციების აღსრულება დაფუძნებულია მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების ერთობლივ მუშაობაზე და მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობითაა შესაძლებელი პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გადალახვა.

დოკუმენტში ასევე ასახულია „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ ბიზნესის საჭიროებებზე მიმართული სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესის უწყვეტობას არსებულ რეალობაში. დამსაქმებელთა ასოციაციის სერვისები მოიცავს კრიზისის მიმდინარეობისას ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული კომპანიებისთვის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების და ახლად გამოცემული რეკომენდაციების დანერგვას, დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით, წევრ კომპანიებს, კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის შენარჩუნების შესახებ გლობალური გამოცდილებით დაგროვილი ცოდნა გაუზიაროს.

იხილეთ დოკუმენტი