logo

„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი გაიმართა

2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ რიგით მეოთხე ფორუმი, რომელსაც გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ფორუმზე გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების არჩევნები, რომლის შედეგები გამოცხადდა შეხვედრის დასარულს და დამტკიცდნენ კანდიდატები 1 წლის ვადით. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოცაციის პრეზიდენტად აირჩიეს გიორგი ბერაია, რომელიც ამ დრომდე იკავებდა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს და ასევე, მუშაობს კერძო კოლეჯ „გეორგიას“ დირექტორის პიზიციაზე. ხოლო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა წარადგენა „ასოციაციის 2015-2016 წლების ანგარიშს“.

ღონისძიებაზე პროფესიული გნათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კახაბერ ერაძის, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გაკეთდა მოხსენებები პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო ხედვების შესახებ.

ფორუმს ესწრებოდნენ და დისკუსიის რეჟიმში მონაწილეობას იღებნდნენ კერძო კოლეჯების ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის საქმიანობის მიზანია პროფესიული განათ ლების ხელშეწყობა და პოპულარიზება, პროფესიული განათლების სფეროში სამართლებრივი რეგულაციების სრულყოფის ხელშეწყობა, განათლების პრიორიტეტების განსაზღვრა, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფა და სხვ. ამ მიზნის მისაღწევად კერძო კოლეჯების ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცაიცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საერთაშორისო ორგანზიაციები აქტიურად თანამშრომლობენ და ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს შრომის ბაზრისთვის მისი მოთხოვნის შესაბამისი კადრების მიწოდებას.

 

ფოტო გალერია