logo

სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ განცხადებას ავრცელებს

2019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა სclass="text_exposed_show">ავალდებულო ხდება.

კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით მკვიდრდება დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები. კერძოდ, ახალი ცვლილების საფუძველზე მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.