logo

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანიის ფედერალური სესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) დირექტორი ოლივერ რეგნერი, GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების, ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგების ექსპერტი ჯოანის ფლიშლე, პროექტის გრძელვადიანი ექსპერტი დირკ რონეკე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია და პროექტის მენეჯერი საქართველოში ელენე მახარაძე.

შეხვედრაზე პროექტის მენეჯმენტმა გერმანიის საელჩოს, GIZ-ისა და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებს წარუდგინა პროექტის მიზნები, შინაარსი, მიმდინარეობა და შედეგები. ასევე, იმსჯელეს სამომავლოს პროექტის განვითარებისა და პერსპექტივაში მათი ჩართულობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლებისა და სწავლების პარნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში წარმოადგენს გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერილი მიდგომას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დამსაქმებელთა გაერთიანებების პროფესიული განათლების სისტემით დაინტერესების გასაძლიერებლად. პროექტის კონცეპტუალური მიდგომები შემუშავებულია გერმანული მხარის მიერ საქართველოში განათლების სისტემისა და ბიზნეს სუბიექტების მრავლაწლიანი დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე.

პროექტი სამწლიანია მის მენეჯმენტს საქართველოში საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს.

ფოტო გალერია