logo

სასწავლო პრაქტიკა - რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე

შრომის უსაფრთხოება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ გახორციელებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში კურსის მონაწილეებმა სამშენებლო ობიექტზე სასწავლო პრაქტიკა გაიარეს.

პროგრამის მონაწილეებმა პრაქტიკის ფარგლებში უშუალოდ სამუშაო ადგილზე განსაზღვრეს საფრთხეები, დაათვალიერეს და აღწერეს არსებული და მოსალოდნელი რისკები. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა ადგილზე შეამოწმეს, თუ რა ფაქტორები შეიძლება გახდეს სამუშაო ადგილზე თანამშრომლებისთვის უბედური შემთხვევის, ან ჯანმრთელობის გაუარესების განმაპირობებელი.
რისკების იდენტიფიცირების შემდეგ ჯგუფის წევრებმა განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს გეგმა, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული რისკების მართვა და რა ღონისძიებები უნდა განახოციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა პრევენციის მიზნით.
ამრიგად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მონაწილეებს სთავაზობს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ყველა სხვა საჭირო რესურსის საშუალებით.