logo

სერვისების ახალი პაკეტი SME სექტორისთვის

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2016 წლიდან გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა წევრ კომპანიებში კადრების საჭიროების კვლევა და, პარალელურად, განხორციელდა არაერთი აქტივობა პროფესიული განათლების პოპულარიზების მიმართულებით.

პროექტის მიმდინარეობის შეფასების შედეგად ასოციაციამ დაიწყო მუშაობა სერვისების პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც მიეწოდება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის გაძლიერების ხელშესაწყობად.

მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის სერვისების შემუშავების ინიციატივის მთავარ საფუძველს წარმოადგენს პროექტის მიმდინარეობის პროცესში დანახული ისეთი საკითხების სიმწვავე, როგორებიცაა:

• მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისათვის სათანადო კვალიფიციური ადამიანური რესურსის არსებობა და ამ მიზნით მათი მოძიების პრობლემატიკა;

• ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზე შესაბამისი საკადრო პოლიტიკის მორგება და მისი განვითარება;

• ახალგაზრდა მოქალაქეებისადმი საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაინტერესება და მათი მოზიდვა განვითარებისათვის;

• ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება და მისი სრულყოფა.

გარდა ზემოაღნიშნული პრობლემებისა, მცირე და საშუალო საწარმოთა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასთან თანმდევ, არსებულ პრობლემებს ასევე წარმოადგენს:

• დასაქმებულთათვის სათანადო შრომის პირობების უზრნველყოფა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის;

• შრომის საკანონმდებლო ნორმებთან საწარმოს შიგნით დადგენილი ურთიერთობების შესაბამისობა;

• სახელმწიფო ორგანოებთან ფინანსური, გარემოსდაცვითი, თუ სხვა სახის მოთხოვნებთან ჯეროვანი ანგარიშგების უზრუნველყოფა;

• საწარმოს შიდა და გარე მხარეებთან ეფექტური და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაზე მორგებული საზოგადოებასთან ურთერთობის პოლიტიკის წარმოება.

ზემოთ ჩამოთვლილის პრობლემების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ცხადია, მხოლოდ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ძალებით შეუძლებელია გამოწვევების მიმართ ჯეროვანი გამკლავება, ამიტომ ასოციაციამ მოიწვია დაინტერესებული მხარეები (ბიზნეს გაერთიანებებს, სამინისტროებს, პროფკავშრებს, საგანმაათლებლო დაწესებულებებსა და კომპანიებს), რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს სერვისის შექმნა და პილოტურ რეჟიმში მისი განხორციელება, რაც გულისხმობს პასუხიმგებლობების გადანაწილებას სერვისის მიწოდების პროცესში.

სერვისების ერთობლივი პაკეტის შემუშავების იდეის გარშემო 1 ნოემბერს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა დაინტერესებული მხარეების შეხვედრა.

შეხვედრაზე, დამსაქმებელთა ასოციაციამ ასევე, წარმოადგინა ამ მიმართულებით გერმანული პროექტის ფარგლებში მიღებული შუალედური შედეგების კონკრეტული პარამეტრებს პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომში ამ შედეგების ერთობლივად გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

შეხვედრის შედეგად სერვისის შემუშავებასა და ადმინისტრირებაში ჩართულობის მზადყოფნა გამოხატეს სოციალურმა პარტნიორებმა და დაგეგმეს სამომავლოდ კონკრეტული ქმედებები, რაც უზრუნველყოფს SME სექტორისთვის უახლოეს მომავალში ახალი, ეფექტური სერვისების პაკეტის შეთავაზებას.

ფოტო გალერია