logo

შეხვედრა იტალიის ხის, მშენებლობის და ავეჯის ასოციაციასთან

2016 წლის 20 მაისს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ უმასპინძლა იტალიის ხის, მშენებლობის და ავეჯის სექტორული ასოციაციის წარმომადგენლებს.

ასოციაციის პრეზიდენტმა ბ-ნმა ელგუჯა მელაძემ და დირექტორთა საბჭორს სხვა წევრებმა სტუმრებს წარმოუდგინეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი როგორც ადგილობრიც, ისე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წამოწყების და პარტნიორობის შესაძლებლობები ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა - მშენებლობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და სხვ.

„საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა იტალიის ხის, მშენებლობის და ავეჯის სექტორული ასოციაციის წარმომადგენლებს წარუდგინეს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც წარმოების განვითარებაზეა მიმართული („აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვ.) და მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ბენეფიტის შესახებ, რომლებსაც მიიღებენ საქართველოში უცხოელი ინვესტორები.

შეხვედრის მხარეებმა დასახეს სამომავლოდ თანამშრომლობის გეგმები, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან B2B შეხვედრებს, იტალიაში წარმოებული მაღალი ტექნოლოგიების, ავეჯის და სხვა პროდუქტის საქართველოში იმპორტს, ქართული ნაწარმის ექსპოტის შესაძლებლობების ზრდას და სხვ.

ფოტო გალერია