logo

ბიზნეს სექტორის შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც პრეზენტირებული იყო ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის დებულებები შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ როგორც საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, რათა წევრ კომპანიებს მაქსიმალურად ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ რეფორმის შესახებ რასაც სააგენტო ახორციელებს.

 

ფოტო გალერია