logo

შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

შრომის უსაფრთხოება

შრომის ინსპექციისთვის რეკომენდაციების შესამუშავებლად მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომლის წევრებიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე იქნებიან.

შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს პირველი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა. სხდომაზე საბჭოს წევრები შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

საბჭოს შემადგენლობაში დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საკანონმდებლო ორგანოსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები შედიან. 7 კაციანი ორგანო კვარტლურად - 3 თვეში ერთხელ შეიკრიბება და შრომის ინსპექციის სამსახურს სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ რეკომენდაციებს გაუზიარებს.