logo

შრომის ინსპექციის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2016 წლის 9 და 10 ივნისს ბიზნეს გაერთიანება GEA-ს საკონფერენციო დარბაზში ევროკავშრის მხარდაჭერი გაიმართა ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორებისათვის, რომელიც წარმოადგენდა „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის“ ნაწილს.

ტრენინგს უძღვებოდა შრომის სამართლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ექსპერტი ივან მაიერი.

ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები:
• პრეცენციის პრინციპები - ევროკავშირის მიდგომა პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანრმთელობის საკითხებისადმი;
• ევროკავშირის კანონმდებლობის სტუქტურა და პრინციპები დასაქმებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფარგლებში;
• პერსონალური დამცავი საშუალებების შესახებ 89/656/EEC დირექტივის პრინციპები;
• გაცნობითი შეხვედრა ევროკავშირის დირექტივების ტრანსპოზიციაზე 90/2690EEC (ტვირთის ფიზიკური ძალით გადაზიდვა - კარგი პრაქტიკის პრინციპები).

ბიზნეს გაერთიანება GEA აქტიურად თანამშრომლობს შრომის ინსპექტირების სამსახურთან, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს უშუამდგომლოს წევრ და პარტნიორ კომპანიებს ინსპექტირების სავალდებულო პროცედურების გავლაში.