logo

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი

პროგრამის მიზანია:

 

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.

 

  

პროგრამის სწავლის შედეგები:

 მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

 

შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

 

პროგრამა განკუთვნილია:

 

კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის,  ინჟრებისთვის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.

 

  პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია:

 

პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

  

 

პროგრამის ხელმძღვანელები:

 

ნუგზარ მელაძე, მაია გოგაშვილი;

 

  

პროგრამის მოდულები:

 

  • შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით
  •  სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
  • პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
  • ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
  • შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები
  • სიმაღლეზე მუშაობა
  • ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომისუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
  • დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ მუშაობა;
  • ამწე მექანიზმებთან უსაფრთხოდ მუშაობა;
  • ავტოკარის ანუ ჩანგლიანი სატვირთველას ექსპლუატაციის უსაფრთხოება
  • საგანგებო სიტუაციაბის მართვის გეგმა

 

 

 

სწავლების ენა: ქართული

 

 

პროგრამის დაწყების დრო :

 პროგრამა არის ორთვიანი, მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, ხუთშაბათი 10:00სთ-დან - 14:00სთ-მდე და შაბათი 10:00სთ-დან - 18:00სთ- მდე.

პროგრამის დაწყების თარიღი: 19.09.2019

 პროგრამის დასრულების თარიღი: 26.11.2019

 

 

ჩატარების ადგილი:

 

ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი, სართ.3 (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრი);

 

 

 

ღირებულება:

 

1298 ლარი დღგ-ს ჩათვლით

 

 

 

პროგრამის დასრულებისას შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული სერტიფიკატები.

 

საკონტაქტო პირი: ნინი გელაშვილი

მობ: 597 18 66 44

ელ-ფოსტა: office@employer.ge, info@employer.ge