logo

შრომის უსაფრთხოების მენეჯერების მოსამზადებელი კურსი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადასამზადებელი ახალი ჯგუფი გაიხსნა.

პროგრამის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები გადამზადდებიან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ამაღლებენ კომპეტენციას სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთლობის პირობების ეფექტური მართვისთვის.

პროგრამის, რომელიც 130 სასწავლო საათს მოიცავს, დასრულების შედეგად მსმენელს ექნება სპეციფიკური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ. პროგრამის მონაწილე ასევე შეძლებს შეაფასოს დასაქმებულია და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები. ასევე, მას შეეძლება უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აკრედიტებული პროგრამა, მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას და მას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები და ექსპერტები უძღვებიან.

დამსაქმებელთა ასოციაცია სისტემატურად სთავაზობს შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად კადრების გადამზადებას, რათა ისინი მომზადებული შეხვდნენ შრომის ინსპექტირების სავალდებულო პროცედურებს.