logo

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს საოფისე და ადმინისტრაციული საქმიანობისთვის

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე:  შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - ადგილობრივი მოთხოვნები და საერთაშორისო პრაქტიკა საოფისე ტექნიკურ -ადმინისტრაციული საქმიანობებისთვის.

სემინარის მიზანის წარმოადგენდა კომპანიებისთვის სფეროებისა და საქმიანობის გათვალისწინებით სრული ინფორმაციის მიწოდება  არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ. ასევე, როგორ უნდა დააკმაყოფილონ რეკომენდაციები და აწარმოონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა თავიდან აიცილონ საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დასაქმებულთა და სხვა მხარეების დაინფიცირების რისკები და ფულადი ჯარიმები.

სემინარს ეძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი - დავით ჩიჯავაძე.