logo

შრომის უსაფრთხოების სპეცალისტის აკრედიტებული პროგრამა უწყვეტად ხორციელდება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში სამუშაო ადგილზე შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები 130 საათიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან.  სასწავლო კურსი შედგენილია შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნის შესაბამისად და აკმაყოფილებს ყველა იმ ნორმას, რომელსაც სახელმწიფო მოითხოვს.
კურსს უძღვებიან შრომის უსაფრთხოებისა ექსპერტები და ტრენერები.
კურსის დასრულების შედეგად მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, რომელის ფლობასაც, ასევე, აუცილებელია შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ შრომის პირობების ინსპექტორები კომპანიების მონიტორინგის პროცესში ამოწმებენ შრომის პირობებზე პასუხისმგებელი პირი ფლობს, თუ არა აღნიშნულ სერტიფიკატს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კომპანიების მოთხოვნის გათვალისწინებით სასწავლო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.