logo

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები სასერტიფიკაციო გამოცდას დამსაქმებელთა ასოციაციაში ჩააბარებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ მიმდინარე წლის 28 მარტს 12 საათზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატის მისაღებად, იგეგმება გამოცდაიმ პირებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში.

გამოცდის გავლის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში, ასევე  საშუალო განათლებისა (უმაღლესი განათლების არსებობის შემთხვევაში დიპლომი) და პირადობის დამადასწურებელი მოწმობები.

გამოცდა მოიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ ბრძანებით გათვალისწინებულ საკითხებს.

 

 

ტესტირების გავლის ღირებულება შეადგენს: 150ლარს

 

გამოცდა მოიცავს 45 ტესტური ტიპის კითხვას  და მინიმალური ზღვარი შეადგენს 35-ს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22 მარტი.
 
შენიშვნა: მოთხოვნილი დოკუმენტების სკანირებული ვერსია უნდა გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე office@employer.ge, ხოლო ორიგინალი დოკუმენტები იქონიოთ გამოცდაზე.