logo

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის სასერტიფიკაციო ტესტირება გაიმართა

შრომის უსაფრთხოების კურსი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა კიდევ 40-მდე მონაწილემ დაასრულა და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა.

კურსი გაიარეს როგორც დამწყებმა, ისე ამ სფეროში სამუშაო გამოცდილების მქონე მოქმედმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა. პროგრამა შედგენილია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს ზოგადად ქვეყანაში ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, საკანონმდებლო მოთხოვნებს.

ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ვალდებული ხდებიან ჰქონდეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმ მოდულების შესაბამისად, რომელსაც აღნიშნული კურსი მოიცავს და ფლობდნენ დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამასთან კანონის ეს მოთხოვნა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე ვრცელდება.