logo

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კიდევ 40-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა მოიპოვა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი.

სერტიფიკატის მოპოვებამდე დამწყებმა და მოქმედმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა 130 საათიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასწავლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს სრულად აკმაყოფილებს, ერთი მხრივ, შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს სამუშაო ადგილებზე.