საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამა შეიმუშავა და საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტაცია გაიარა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განსაზღვრულია ჯანდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში მყოფი კომპანიები ვალდეული არიან, რომ იქ დასაქმებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი ჰქონდეს აღნიშნული აკრედიტებული პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს. ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული საკითხი სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორისთვის.
დამსაქმებელთა ასოციაციაში კურსები სისტემატურად გაიმართება და სერტიფიცირებით დაინტერესებულ შრომის უსაფრხოების სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ აღნიშნული პროგრამა.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.
მსმენელს პროგრამის დასრულებისას:
პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.
კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, ჟინრებისთვის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.
პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
დავით ჩიჯავაძე, მაია გოგაშვილი, ზურაბ გარდაფხაძე;
სწავლების ენა: ქართული
პროგრამა არის სამთვე ნახევრიანი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ორშაბათი, ხუთშაბათი), 17:30 – 21:30 სთ.
კურსის დასაწყისი - 15 აპრილი, 2019 წ.
ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი, სართ.3 (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრი);
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის - 900 ლარი, არაწევრი კომპანიებისთვის - 1100ლარი
კურსზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში გადმოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსებული გადმოაგზავნეთ თქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
მობ.: +995 597 18 66 44
ელ-ფოსტა: office@employer.ge; info@employer.ge.