logo

შრომითი ურთიერთობები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული სტანდარტების პოპულარიზაცია ინდუსტრიულ ურთიერთობებში

სატრენინგო პაკეტი მოიცავს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (შემდეგში „შსო“) და ევროპის კავშირის მიერ დადგენილი შრომისა და დასაქმების სტანდარტების პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას და დახმარებას სამეწარმეო სუბიექტებისა და ასევე ადგილობრივი სოციალურ პარტნიორებისთვის, საქართველოს რეგიონების მიხედვით.

სატრენინგო მოდულის ძირითადი მიზანი და მისი სტრუქტურა:

წინამდებარე მოდული კომბინირებულია თეორიული (სატრენინგო დროის დაახლოებით ¼,) და პრაქტიკული სწავლების სესიებით, შესაბამისი ტესტებით.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.

ტრენინგის ფორმატი:

სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.