logo

სიმულაციური სახლის მშენებლობა დუშეთში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 15 ოქტომბერს დუშეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: „პროფესიული უნარების გამომუშავება პრაქტიკაში - პროფესიულ სახლში სიმულაციური მაგალითების გამოყენებით“.

აქტივობა გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სწავლების პარტნიორობის პროექტის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ფარგლებში.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა დუალური სწავლების პოპულარიზება და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება პროფესიული განათლებით. ამ მიზნით დუშეთის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს სიმულაციური პრაქტიკის სამუშაოები კონკრეტული უნარების გაცნობის მიზნით, რათა უშუალოდ პროფესიასთან შეხებით დაინტერესებულიყვნენ პროფესიული განათლების მიღებით.

აღსანიშნავია, ღონისძიების უპრეცედენტო ფორმატი, რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეების მიერ ინსტრუქტორების დახმარებით სიმულაციური სახლის მშენებლობასა და რემონტს.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ჩართულობა, როგორც კონკრეტული ღონისძიების, ასევე მთლიანად პროექტის მიმდინარეობის პროცესში. პროექტის მხარდამჭერები არიან კომპანიები „ნოვა“, „გუდვილი“, „ახალი ნათება“, „მინა“ და „დიო“.

ფოტო გალერია