logo

სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია 2016

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელტა ასოცაიციის“ ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ქ. თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართა სპორტული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხისთვის სპორტული ბიზნესის უახლესი გამოცდილების გაზიარება. ასევე, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რათა სპორტული ღონისძიებები გარდაიქმნას მომგებიანად.

კონფერენციზე განიხილეს შემდეგი ძირითადი საკთხები - სპორტული მარკეტინგი, მენეჯმენტი და ტურიზმი; სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სპორტში; მეგასპორტული ღონისძიებების მარკეტინგი.

კონფერენცია გახსნეს საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და პრაიმ სპორტ მენეჯმენტის დამფუძნებელმა ზურაბ ბოქოლიშვილმა, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოსში სპორტული ტურიზმის პერსპექტივის შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები.
კონფერენციის სპიკერებს შორის იყვნენ მსოფლიოს უდიდესი სპორტული მენეჯმნეტის კომპანიების (IMG, BLUEROCK) ტოპ მენეჯერები.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ წარმოადგენს პრაიმ სპორტ მენეჯმენტის ოფიციალურ პარტნიორს და ხელს უწყობს სპორტული ბზინესის განვითარებას საქართველოში.

 

ფოტო გალერია