logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ ბიზნეს სექტორს შრომის უსაფრთხოების სერვისების განახლებული პაკეტი შესთავაზა

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. კანონი პირველ ეტაპზე (არაუგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე) ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე (აღნიშნული ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ).

კანონის საფუძველზე შრომის ინსპექტორებს უფლება აქვთ კომპანიის წინასწარი გაფრთხილებისა და სასამართლო ნებართვის გარეშე განახორციელონ ინსპექტირება  კომპანიაში დასაქმებულთა შრომის არსებული პირობების შესაბამისობაზე საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის - ორივე მხარისათვის აწესებს შესაბამისად ვალდებულებებს, მათ შორის:

კანონის მიხედვით განისაზღვრა ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამოებები. აღნიშნული სახის შეუსაბამობებზე დადგენილია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები:

კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  პარტნიორი ბიზნეს გაერთიანება, კომპანიებს სთავაზობს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით შემდეგი სახის მომსახურებას: