logo

სრული მომსახურება

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავა შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მომსახურების სრული პაკეტი, რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს შესაბამისობაში მოვიდნენ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებთან.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ შრომის უსაფრთხოების ექსპერტები შეაფასებენ კომპანიაში არსებულ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, გადაამზადებენ თანამშრომლებს და დანერგავენ სტანდარტს, რომელიც შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო მოთხოვნებთან, ისე ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

კერძოდ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს შემდეგ მომსახურებებს:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 1 სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე.დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100, ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუცილებელია ქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების სერვისებს შეღავათიანი პირობებით სთავაზობს!