logo

თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვის წესის განსახილველად ბექა ფერაძე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდება

2 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორი შრომის ინპექციის უფროსს ბექა ფერაძეს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 1 მარტს ამოქმედებული ახალი საკანონმდებლო ვალდებულება განიხილება.

მოგეხსენებათ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს მოახდინონ თანამშრომელთა აღრიცხვა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ფორმის (ე.წ. „ტაბელების“) შესაბამისად.

დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შრომის ინსპექციის უფროსისგან მიიღონ ინფორმაცია აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ პლათფორმა Zoom-ის მეშვეობით.

შეხვედრაზე რეგისტრაცია: https://rb.gy/qe7eg3
რეგისტრაციის შემდეგ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს.