logo

თბილისი საქართველო-თურქეთის ენერგეტიკის სექტორულ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი

28 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისში“ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიხსნება, რომლის მიზანია მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პარტნიორობის დამყარება.

             თბილისს ამ დღისთვის 11 თურქული კომპანია ეწვევა ენერგეტიკის სექტორიდან. ფორუმს სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი მეწარმეები დაესწრებიან და ორმხრივ (B2B) შეხვედრებს გამართავენ.

             შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დამწყებ მეწარმეებს. ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას პრეზენტაციებისა და ნეთვორქინგის საშუალებით  შესთავაზებენ მათთვის რელევანტურ, ბაზარზე პოზიციონირებულ ქართულ და უცხოურ კომპანიებს.

             ამრიგად, ღონისძიების მონაწილე სამ მხარეს - ქართველი გამოცდილი მეწარმეებს, სტარტაპებსა და თურქული კომპანიებს, საშუალება ექნებათ კონკრეტული ბიზნეს წინადადებები შესთავაზონ ერთმანეთს და დასახონ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

                

           

მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #15

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ცირა იობაშვილი

საქართველოს დამსაქმბელთა ასოციაცია

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მობ.: +995 598 544 415

ელ-ფოსტა: pr@employer.ge

www.employer.ge