logo

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია თამშრომლობის გაძლიერება საგანმანათლებლო და კერძო სექტორს შორის. კერძოდ, მხარეებს შორის თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, საჭირო ინფორმაციის გაცვლას, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებსა და ფოორუმებში სტუდენტების ჩართვას.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლებთან წარმატებული თანამშრომლობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.