logo

TEM TOUR დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი გახდა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას ახალი წევრი, TEM TOUR შემოუერთდა.

TEM TOUR   (IATA-ს წევრი)  საერთაშორისო ტურისტული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში,  რომელიც  დაარსდა 1998 წელს . კომპანიას აქვს ოფისები ანკარაში , ანტალიაში, ალმაატაში, ასტანაში და სულ ახლახანს მათ რიცხვს შეემატა თბილისისა და ტაშკენტის ფილიალები.

მათ საუკეთესო პარტნიორები ჰყავთ მთელს მსოფლიოში და  გთავაზობთ  ნებისმიერი სახის, როგორც ფიზიკურ, ასევე კორპორატიულ მომსახურებას,  ტურიზმის სფეროში: ავიაბილეთები, ტურები საქართველოსა და მსოფლიოში, სასტუმროების დაჯავშნა, სამოგზაურო დაზღვევა, მანქანის გაქირავება  ტრანსფერი, აეროპორტში დახვედრა, გამოცდილი გიდები და მძღოლები, VIP სერვისი, კორპორატიული მომსახურება და ა.შ .

მათი კორპორატიული კლიენტების სიაში არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა თურქეთის ეკონომიკის სამინისტრო, ყაზახეთის საელჩო, ანკარის გარემოს დაცვის სამინისტრო, ანკარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ცენტრალური ანატოლიის ექსპორტის გაერთიანება, EFES ყაზახეთი, ხმელთაშუაზღვის ექსპორტიორთა ასოციაცია,  შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაცია, ულუდაღის ექსპორტიორთა გაერთიანება,ანკარის სავაჭრო გაერთიანება, ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ანტალიის რეგიონის ინდუსტრიული ორგანიზაცია, კონიის სამრეწველო პალატა, ესკიშეჰირის სავაჭრო გაერთიანება, თურქეთის საპატენტო ინსტიტუტი, აჰმეთ ესევის ინსტიტუტი , სს „ზირაათ ბანკი“ , თურქული ენის კურსდამთავრებულთა კავშირი, თურქეთის კულტურის სამინისტრო , კოკა კოლა ალმაატა , ყაზახეთის ზირაათ ბანკი , NOBEL ყაზახეთი , აბდი იბრაჰიმ ყაზახეთი , ტიკა ყაზახეთი , ჰალიკ ბანკი ყაზახეთი, ალარკო ყაზახეთი, kcell ყაზახეთი, ენკა ყაზახეთი, ბორუსანი ყაზახეთი , ლოგიტრანს ყაზახეთი, ალმაატის სასტუმროები: ინტერკონტინენტალი, რიქსოსი , რამადა ალმაატა, ამბასადორი ალმაატა.