logo

ტრენინგი კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი ერთობლივი ტრენინგი კოლექტიური მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დამსაქმებლების სახით და პროფკავშირები, როგორც დასაქმებულების მხარე.

ტრენინგს უძღვებოდნენ კანადიდან მოწვეული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო და ეროვნულ საკონანომდებლო ჩარჩო (რეგულაციები, ნორმატიული აქტები და ა.შ) და არსებული პრაქტიკა.

ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და პოზიციები კოლექტიური მოლაპრაკებების პრაქტიკის; მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების, დამახასიათებელი ნიშნების და პროცესების შესახებ.

ტრენინგი დატვირთული იყო როლური თამაშებით და დისკუსიებითა, რათა მონაწილეებს განემტკიცებინათ ცნებები და მიერთოთ საჭირო უნარ-ჩვევები კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტური დანერგვისა და შედეგების მისაღწევად მათ საქმიანობაში.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

აღნიშნული ტრენინგები გაიმართა პროექტის „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) წარმოადგენს სამმხრივი სოციალური დიალოგის მხარეს დამსაქმებელების პოზიციიდან და აქტიურად არის ჩართული იმ პროგრამებში, რომლებიც მიმართულია საქართველოში შრომითი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე.

 

ფოტო გალერია