logo

ტრენინგი - რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ორგანიზებით 2016 წლის 14-15 სექტემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, საწარმოში/ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა.

პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობების თანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდპერსონალის უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლებისზრდას, კერძოდ:
- იზრდება შრომის პროდუქტიულობა;
- მცირდება მოცდენები და გაცდენები;
- იზრდება შრომის მოტივაცია;
- მცირდება ტექნიკური საშუალებების დაზიანებები და მათ აღდგენაზე დანახარჯები;

ტრენინგს უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უსაფრთხოების ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი დავით ჩიჯავაძე.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

თემის აქტუალურობიდან გამომიდნარე გამომდინარე (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის #19 დადგენილებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა“), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია კომპანიების დახმარების მიზნით სისტემატურად გაახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა დამსაქმებლები მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შეხვდნენ შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებს.

ფოტო გალერია