logo

ტრენინგი საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ახალი საბაჟო კანონმდებლობა, საბაჯო მოთხოვნები და პროცედურები“.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა 2019 წლიდან ამოქმედებული ახალი საბაჟო კანონმდებლობის გაცნობა და იმ საბაჟო პროცედურებში გარკვევა, რომლიც ამ ეაპზე ყველაზე პრობლემატურია ბიზნეს სუბიექტებისთვის.

ტრენინგის გავლის შედეგად საბაჟო წარმომადგენლებს გაუადვილდებათ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება და მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკაში.

ტრენინგს ესწრებოდნენ კომპანიათა საბაჟო წარმომადგენლები, კომპანიებში საბაჟო საქმიანობის კოორდინატორები, საბაჟო სისტემაში სიახლეების გაცნობის მსურველები და ზოგადად ნებისმიერი პირი, რომელიც გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას ან შეხება აქვს საბაჟო პროცედურებთან.

ტრენინგი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვისს სისტემატურად მართავს ტრენინგებს/სემინარებს  სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.